ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მოუწოდა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიიღონ. “თქვენ ხართ საჯარო მოხელეები და ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავეთ არჩევნებში რაიმე სახით ჩარევაზე. ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს უახლოეს ისტორიაში,” – განაცხადა კოტე ლომიძემ, ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიის მიერ გამართულ სხდომაზე. ლომიძის განმარტებით, თუკი ადგილობრივი საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში მაინც ჩაერთვებიან, მისი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხდება.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო მოხელეებს საარჩევნოდ თავშეკავებისაკენ მოუწოდებს
10 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 22
“ეს არჩევნები სამაგალითო უნდა იყოს უახლოეს ისტორიაში,” – აცხადებს კოტე ლომიძე.
თეგები: კოტე ლომიძე • საჯარო მოხელეები • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები