ქუთაისში, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ. პრემიერ–მინისტრისა და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის ქუთაისელ ამომრჩეველთან შეხვედრა 12 საათზე დაიწყება.
აღნიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე კი, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ახაგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს, დღის განმავლობაში იზრუნებენ. ისინი, “ქართული ოცნების” პარტიული დროშებით აღჭურვილი ავტომანქანებით ქალაქს შემოივლიან და მეგაფონებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ.
ივანიშვილი და მარგველაშვილი ქუთაისელ ამომრჩევლებს შეხვდებიან
11 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 19
პრემიერ–მინისტრი და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ე.წ. ასსაფეხურიან კიბეებთან ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ.
თეგები: ივანიშვილი • ქუთაისი • შეხვედრა ამომრჩეველთან
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები