ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ეთიკის კოდექსის ხელმომწერნი გახდნენ

15 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 20

ქუთაისის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ეთიკის კოდექსის ხელმომწერნი გახდნენ

ეთიკის კოდექსი არჩევნების მიუკერძოებელ და თანმიმდევრულ ჩატარებას ითვალისწინებს.

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, დღეს 12: 00 საათზე ხელი მოაწერეს ეთიკის კოდექსს. აღნიშნული ოლქის 13 კაციანი შემადგნელობიდან კოდექსზე ხელისმოწერა მხოლოდ ერთმა წევრმა ვერ შეძლო. ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, კომისიის წევრი ჯანმართელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. “ჩვენ ეთიკის ნორმებს ისედაც ვიცავდით, მაგრამ ხელისმოწერის მერე უფრო უეკეთ დავიცავთ და ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან”, – განაცხადა ეთიკის კოდექსზე ხელმოწერის დროს ავთანდილ ოსეფაიშვილმა. არჩევნების სამართლიანი და თანმიმდევრული ჩატარება, საოლქო კომისიის წევრების მხრიდან თავის არიდება რომელიმე პოლტიკურ პარტიასთან მხარადაჭერის მიზნით, ასევე, თავის არიდება ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობების პირებთან პირად შეხვედრებსა და ვიზიტებზე – ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებიც ეთიკის კოდექსით არის განსაზღვრული. აღნიშნულ კოდექსს, ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის გარდა, ხელს ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად სესკოს, ყველა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებმა მოაწერს.

თეგები: ავთანდილ ოსეფაიშვილისაოლო კომისიაქუთაისი