ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა დღეს დასრულდება

23 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 25

ქუთაისში საარჩევნო უბნების ტექნიკური აღჭურვა დღეს დასრულდება

საარჩევნო უბნების ინვენტარიზაცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ხვალ დასრულდება.

ქუთაისში, არსებული საარჩევნო უბნები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადყოფნაშია – აღნიშნულის შესახებ, newpress.ge–სთან, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანილ ოსეფაიშვილმა ისაუბრა. ოსეფაიშვილის თქმით, უკვე ორი დღეა საარჩევნო უბნების ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს, რომელიც დღეს დასრულდება. “საარჩევნო უბნების აღჭურვა მიმდინარეობს, ქსეროქსით, კაბინებით და ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რომელიც არჩევნების დღეს არის საჭირო”, – განმარტავს ოსეფაიშვილი. ქუთაისში სულ 127 საარჩევნო უბანია.

თეგები: საარჩევნო უბნებისაოლქო საარჩევნო კომისიაქუთაისი