ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნინო ბურჯანაძე – დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს პოლიცია მარგველაშვილის ხმებისთვის ამუშავდა

22 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 26

ნინო ბურჯანაძე – დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს პოლიცია მარგველაშვილის ხმებისთვის ამუშავდა

ნინო ბურჯანაძემ შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებოდ მიმართა.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საგანგებოდ მიმართა.

ბურჯანაძის განცხადებით პოლიცია უკვე ამუშავდა იმისათვის, რომ გიორგი მარგველეშვილმა 27 ოქტომბერს მინიმუმ 60 პრიოცენტი მაინც მიიღოს.

„იმედი მაქვს ეს ყველაფერი ხდება ირაკლი ღარიბაშვილის ზურგს უკან, თუმცა მე ვურჩევდი მინისტრს მოიკვლიოს ეს საკითხი და გამოიკვლიოს, თუმცა ჩემთვის ამ საკითხს გამოძიება არ სჭირდება, რადგან დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ ქუთაისში ამომრჩევლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ბურჯანაძესთან შესახვედრად მხარდამჭერები რაიონებიდან მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მათ შორის, ქვედა სიმონეთიდან ბურჯანაძის მხარდამჭერთა ჩამოყვანა “ქართული ოცნების” მიკროავტობუსებით მოხდა. ნახეთ ფოტო

თეგები: არჩევნებინინო ბურჯანაძექუთაისი