ქუთაისის საქალაქო სასამართლში, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ 8 მოწმეს დაკითხავენ. თითოეული მოწმის დაკითხვა დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში გრძელდება. დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული, ვანო მერაბიშვილიც იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, 21 ოქტომბერს დაიწყო, თიმცა, მაშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მერაბიშვილი პროცესს არ ესწრებოდა.
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე დღეს 8 მოწმეს დაკითხავენ
24 ოქტომბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 22
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ვანო მერაბიშვილიც იმყოფება.
თეგები: მერაბიშვილი • სასამართლო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები