“ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციაში მათ კოორდინატორებზე ხელფასების გაუცემლობის თაობაზე არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. “ქართული ოცნების” ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის, ზაზა მარუაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნების” კოორდინატორებმა რომლებმაც, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იმუშავეს, ხელფასები დაურიგდათ. მარუაშვილის თქმითვე, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოცნების კოორდინატორები ხელფასების მიღმა დარჩნენ, დეზინფორმაციაა. “ქუთაისში “ქართული ოცნების” კოორდინატერებს, უკლებლივ ყველას დაურიგდა ხელფასი. დეზინფორმაციებს კი შეგნებულად ავრცელდებენ, რაც მტკნარი სიცრუეა, რადგან მათ “ქართული ოცნების” გუნდის დისკრედიტაცია სურთ” – ამბობს “ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის უფროსი, ზაზა მარუაშვილი. newpress.ge – ის წყაროს ცნობით, კოალიცია “ქართული ოცნების” კოორდინატორებს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაწეული სამუშაოსთვის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.
“ქართული ოცნების” ქუთაისის შტაბი – დეზინფორმაციების გავრცელებით “ოცნების” გუნდის დისკრედიტაცია სურთ
11 ნოემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 21
მარუაშვილის განცხადებით,”ქართულ ოცნების” კოორდინატორებს ხელფასები დაურიგდათ.
თეგები: საპრეზიდენტო არჩევნები • ქართული ოცნება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები