ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში ინფორმაციებს მალავენ – “თავისუფალი საქართველო” სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს

14 ნოემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 20

ქუთაისის მერიაში ინფორმაციებს მალავენ – “თავისუფალი საქართველო” სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს

წულაია აპირებს სასამართლო უწყებებს მიმართოს.

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, ქუთაისის მერიაში მას საჯარო ინფორმაციებს უმალავენ. “არანაირი პასუხები არ მიმიღია ქუთაისის მერიიდან ჩემს მიერ დაწერილ განცხადებებზე. ვითხოვდი ინფორმაციებს მერის სარეზერვო ფონდის ხარჯვითი ნაწილის შესახებ, ქალაქის ბიუჯეტის შესახებ, თუ სხვა ინფორმაციებს, მაგრამ ისინი ჩემი წერილების იგნორირებას ახდენენ,”– ამბობს წულაია. წულაია აღნიშნულის გამო, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, გია შარაბიძეს მოუწოდებს, რომ საჯარო ინფორმაციის დამალვის მცდელობას ბოლო მოეღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წულაია აპირებს სასამართლო უწყებებს მიმართოს. “მოვუწოდებ შარაბიძეს, რომ საჯარო ინფორმაციების დამალვას ბოლო მოეღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს და პროცესსაც მოვიგებ,” – ამბობს წულაია.

თეგები: ბიუჯეტისაჯარო ინფორმაციების დამალავაქუთაისის მერია