ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულია დაინიშნა

21 ნოემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 19

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად შოთა მურღულია დაინიშნა

მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობას შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე და შედეგების გამოვლენამდე შეასრულებს.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შოთა მურღულია იქნება.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი აკეთებს.

“ქუთაისის მერის მოვალეობას დღეიდან, მერიაში შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე და შედეგების გამოვლენამდე შოთა მურღულია შეასრულებს,”- ამბობს თამაზ მარგველაშვილი.

ინფორმაცია შოთა მურღულიას ქუთაისის მერად დანიშვნის თაობაზე newpress.ge-მ 12 ნოემბერს გაავრცელა.

თეგები: მერიმოვალეობის შემსრულებელიქუთაისი