ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საკრებულოს წევრები ქუთაისის პირველი მერის ძეგლის დადგმას ითხოვენ

21 ნოემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 24

საკრებულოს წევრები ქუთაისის პირველი მერის ძეგლის დადგმას ითხოვენ

ლუკა ასათიანი ქალაქის თავად ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობამ 1878 წელს აირჩია.

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” წევრები გია გოქაძე და მერაბ ბარათაშვილი, თვითმმართველობას ქუთაისის პირველი მერის, ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმის ინიციატივით მიმართავენ.

ქუთაისის საკრებულოს წევრის, გია გოქაძის თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლუკა ასათიანი ძეგლის დადგმისათვის შესაბამისი ფინანსები უნდა გამოყოს.

“კეთილი ინებონ, რაღაცეები მოიკლონ და გაკეთონ,” – აღნიშნავს გია გოქაძე. მისი თქმით, ქალაქში, სადაც პირველი მერი თვითმმართვლობის მიერ იყო არჩეული, არ შეიძლება მერი თბილისიდან ინიშნებოდეს.

ლუკა ასათიანი ქალაქის თავად თვითმმართველობამ 1878 წელს აირჩია. თავად ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა კი 1875 წელს დაფუძნდა.

ლუკა ასაათიანი ქუთაისის პირველი პირის მოვალეობას 1892 წლამდე ასრულებდა, რის შემდეგაც ის ბათუმის მერად იქნა გადაყვანილი.

ხვალ, 22 ნოემბერს ლუკა ასათიანის გარდაცველებიდან 112 წელი სრულდება. გია გოქაძისა და მერაბ ბარათაშვილის ინიციატივით, ხვალვე ქვიტირის მთავარანგელოზის ტაძარში, სადაც დაკრძალულია ლუკა ასათიანი, მისი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან.

თეგები: მერისაკრებულოქუთაისი