ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“თავისუფალი საქართველო” ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

27 ნოემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 23

“თავისუფალი საქართველო” ლტოლვილთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის

“დროა ბოლო მოეღოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან დევნილების მიმართ უყურადღებობას “

“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციამ ქუთაისის საქალაქო სასამრთლოში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ამის მიზეზი სამინისტროს მხრიდან ქუთაისში მცხოვრები დევნილების მიმართ უყურადღებობაა.

მათი თქმით, ქუთაისში ლესელიძის ქუჩა #1–ში, ავტომშენბელის #21 და შერვაშიძის #3–ში მცხოვრები დევნილების დასახმარებლად პარტიამ სამინისტროს ერთი თვის წინ წერილობით მიმართა. თუმცა, სამინისტროს მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

“დროა ბოლო მოეღოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან დევნილების მიმართ უყურადღებობას და ისწავლონ წერილებზე მინიმუმ პასუხის გაცემა. ქუთაისში დევნილები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტრო დროულად უნდა ახდენდეს რეაგირებას,” – აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.

პარტიამ სარჩელი საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა.

თეგები: "თავისუფალი საქართველო"საქალაქო სასამართლოქუთაისი