ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით ნარმანიამ ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

27 ნოემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 21

დავით ნარმანიამ ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

კახიანაურის მუნიციპალიტეტში გზის საფარის მოწყობა სულ 19 ქუჩაზე მოხდება.

ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, შოთა მურღულიასთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანიამ კახიანაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გზის საფარის 90%-ით მოწყობა სულ 19 ქუჩაზე მოხდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს “გემო” 2 990 000 ლარად შეასრულებს. “ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულდეს, თუმცა ფირმა გზების საფარის მოწყობას კახიანაურის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე დაასრულებს,” – განაცხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ზამბახიძემ.

თეგები: დავით ნარმანიაინფრასტრუქტურის სამუშაოებიქუთაისი