ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ დღეს დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის მერი ხუთკაციანი დელეგაციით მიიღო. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. შოთა მურღულია თქმით, მემორანდუმი სოციალაურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. “მისაღებია ევროპის სხვადასხვა ქალაქებთან თანამშრომლობა და დამეგობრა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. რადგან, გარდა იმისა რომ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ვითანამშრომელბთ, მნიშვნელოვანია ტურიზმის მოზიდვის კუთხითაც”, – განმარტა მურღულიამ. უგლედარის მერის ალიმ შერინსკის განმარტებით, ქუთაისი და უგლედარის ქალაქები პირველ ეტაპზე სოციალური კუთხით ითანამშრომლებენ.
ხუთკაციანი დელეგაცია ქუთაისის მერიაში და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
28 ნოემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 27
მემორანდუმი სოციალაურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
თეგები: დენეცკი • მემორანდუმი • ქუთაის
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები