ქუთაისში, დღეს გელათის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია გამოეხმაურა. მურღულიას თქმით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახურის მიერ ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ქუთაისის მერიაში შესაბამისი კომისია შეიქმნება, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის. “შესაძლოა, დაზარალებულებს სრულად ვერ დავეხმაროთ, მაგრამ ვეცდეებით, შესაძლებლობის ფარგლებში მათ რაიმე დახმარება აღმოვუჩინოთ,” – განაცხადა შოთა მურღულიამ. გელათის ქუჩაზე სამ საცხოვრებელ სახლს ხანძარი დღეს გაუჩნდა.
ქუთაისში გაჩენილი ხანძრისგან ზარალის ოდენობას კომისია დაითვლის
28 ნოემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 26
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე დღეს სამ საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა.
თეგები: გელათის ქუჩა • ქუთაისი • ხანძარი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები