ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჩხუბი მოზარდებში IQ-ს მაჩვენებელს დაბლა წევს

7 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 24

ჩხუბი მოზარდებში IQ-ს მაჩვენებელს დაბლა წევს

მოზარდებს შორის კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა, სერიოზულ გავლენას ახდენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე.

ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა ადასტურებს, რომ ჩხუბი მოზარდის IQ-ზე უარყოფითად მოქმედებს. ინტელექტის ექვივალენტის მაჩვენებელის დაქვეითება, სკოლაში ერთ გაცდენილ წელს უტოლდება. კვლევის შედეგები Medical News Today-ში გამოქვეყნდა.

როგორც აღმოჩნდა, მოზარდებს შორის კონფლიქტები და შეხლა-შემოხლა, სერიოზულ გავლენას ახდენს ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. განსაკუთრებით კი,

ეს მწვავედ გოგონებზე აისახება. კვლევის შედეგების მიხედვით, საერთო ჯამში IQ-ს მაჩვენებლის დაქვეითება ბიჭებში 1.62 პუნქტს, ხოლო გოგონებში 3.02 პუნქტს შეადგენს.
ის, რომ ფიზიკური ტრავმები ადამიანის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, ახალი ამბავი არ არის. ახლა კი გაირკვა, რომ თავის ტრავმები არა მხოლოდ IQ-ს მაჩვენებლის დაწევას, არამედ ნევროლოგიურ პრობლემებსაც იწვევს. ამის გათვალისწინებით, ექიმები ფეხბურთში ბურთის თავით მოგერიების წინააღმდეგ გამოდიან.
კვლევის ფარგლებში დაკვირვება 20 0000-მდე მოსწავლეზე მიმდინარეობდა.

წყარო www.ambebi.ge

თეგები: ინტელექტიმოზარდებისაზოგადოებაჩხუბი