ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის 95 500 ლარიანი ტენდერით ამ დრომდე არავინ ინტერესდება

30 ნოემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 26

ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის 95 500 ლარიანი ტენდერით ამ დრომდე არავინ ინტერესდება

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის გამოშვება უნდა იყოს.

ქუთაისში არსებულმა კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საზოგადოებრივი ავტობუსის შესაძენად 95 500 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის გამოშვება უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს 100 კილომეტრზე მეტი გარბენი და მასზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 3 წლიანი საგარანტიო პირობები. აღნიშნული ტენდერი 2013 წლის 18 ნოემბერს გამოცხადდა. ტენდერით დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენის ვადა მიმდინარე წლის 9 დეკემბრამდე აქვთ. თუმცა, ამ დრომდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიერ გამოცხადებული ტენდერით არც ერთი კომპანია არ დაინტერესებულა.

თეგები: კადეტთა სამხედრო ლიცეუმიტენდერიქუთაისი