ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია შშმ პირებს ქუთაისის მართვის პროცესებში ჩართვას სთავაზობს

3 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 20

შოთა მურღულია შშმ პირებს ქუთაისის მართვის პროცესებში ჩართვას სთავაზობს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 57 ბენეფიციარს ქუთაისის მერიამ საჩუქრები გადასცა.

ქუთაისში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებასთან ინტეგრირების კუთხით მნიშვნელოვანია ბიუჯეტში თანხის განსაზღვრა. “მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ ყოფნის საქმეს. ჩვენი ინტეგრირებისთვის აუცილებელია სხვადასხვა საკითხების მოგვარება. თუნდაც, პანდუსების მხრივ”, – განაცხადა იმერეთის რეგიონის ინვალიდთა კავშირის თავმჯდომარემ, ვლადიმერ თორთლაძემ, ქუთაისის მერიის მიერ, შეზღიდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჩუქრების გადაცემისას. ფასიანი საჩუქრების გადაცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოხდა. 57 ბენეფიციარს ფასიანი საჩუქრები (მტვერსასრუტები) ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ გადასცა. “თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ თქვენც ჩაერთოთ ქალაქის მართვის პროცესებში”, – განუმარტა მეღუდული შშმ პირებს. ქუთაისის მერია, დღეს, შეზღიდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, საჩუქრებს ასევე გადასცემს, საგანმანათლებლო ცენტ “გონის” და სოცილაური ცენტრის ბენეფიციარებს.

თეგები: ქუთაისიშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიშოთა მურღულია