ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალი” – “პატრიოტების” დაშლა შოთა მურღულიასთვის ხდება

3 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 23

ქუთაისელი “ნაციონალი” – “პატრიოტების” დაშლა შოთა მურღულიასთვის ხდება

გია გოქაძის განცხადებით, საკრებულოს ფრაქციებს შორის დაწყებულ პოლიტიკურ თამაშში მურღულიაც მონაწილეობს.

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია გოქაძე ფრაქცია “პატროოტთა ალიანსის” დაშლას, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულაის სასარგებლოდ აფასებს. გოქაძის თქმით, “პატრიოტების” დაშლით საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” გაძლიერდება. გოქაძის შეფასებით, ამით თბილისიდან მოვლინებული, “მეოცნებე” შოთა მურღულიას ძალები საკრებულოში უნდა გაძლიერდეს. “რა თქმა უნდა, ძალთა გადანაწილება ხდება საკრებულოში, რათა შოთა მურღულია დაკავებულ პოსტზე იმაზე მეტ ხანს დარჩეს, ვიდრე მისი წინამორბედები”, – ამბობს გია გოქაძე. მისივე თქმით, საკრებულოს ფრაქციებს შორის დაწყებულ პოლიტიკურ თამაშში მურღულიაც მონაწილეობს. თავად, მურღულია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს. რას აცხადებს შოთა მურღულია, ნახეთ რამდენიმე წუთში newpress.ge-ზე.

თეგები: გია გოქაძესაკრებულოქუთაისი