ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოჩა თევდორაძე – “პატრიოტების” დაშლა ირაკლი მელაშვილის ინდივიდუალური “შემოქმედებაა”

5 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 21

გოჩა თევდორაძე – “პატრიოტების” დაშლა ირაკლი მელაშვილის ინდივიდუალური “შემოქმედებაა”

“პარტიოტების” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ფრაქციაში დარჩენილ წევრებს მადლობა გადაუხადა.

პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოჩა თევდორაძე ქუთაისის საკრებულოს 5 დეპუტატის მიერ ფრაქციის დატოვებაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი მელაშვილის ხელს ხედავს.
“ეს იყო უშიშროების ადგილობრივი ორგანიზაციისა და იარკლი მელაშვილის “შემოქმედება”, – განმარტა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გოჩა თევდორაძემ.
პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ფრაქციაში დარჩენილ “პატროოტრებს” მადლობა გადაუხადა.
ქუთაისელმა “პატრიოტებმა” საგანგებო ბრიფინგზე მათი პარტიის დაფუძნებიდან ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებულ “დამსახურებებზეც” ისაუბრეს.
თევდორაძის მტკიცებით, “პატრიოტების” დამსახურებაა, ქუთაისში მერის მოვალეობის შემსრულებლად “მეოცნებე” შოთა მურღულიას დანიშვნა.
“მზადყოფნას გამოვთქვამთ ვითანამშრომლოთ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელთან”, – განაცხადეს ქუთაისელმა “პატრიოტებმა” ბრიფინგზე.

თეგები: გოჩა თევდორაძეპატრიოტებიქუთაისი