ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია – წყალმომარაგების პრობლემები ქუთაისში საბოლოოდ გადაიჭრება

6 დეკემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 19

შოთა მურღულია – წყალმომარაგების პრობლემები ქუთაისში საბოლოოდ გადაიჭრება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ქუთაისში წყლის პროლემები სამ წელიწადში მოიხსნება.

ქუთაისის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემები სამ წელიწადში სრულად მოეხსნება. აღნიშნულის შესახებ, განცხადება საქართველოს გაერიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა, ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი სოლომონია. სოლომონიას განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემების მოსახსნელად ფინანსური მხარდაჭერისთვის მზადაა. როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქუთაისში წყალთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს. “მაქსიმალურად დიდი თანხები მოდის ქუთაისზე. ასე, რომ წყალმომარაგების პრობლემები ქალაქში მალე საბოლოოდ გადაიჭრება” – ამბობს მურღულია. ქუთაისში წყლის ქსელის მოსაწესრიგებლად სულ 31 მილიონი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი აზიის ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი რომელსაც ესპანური კომპანია “კობრა” ახორციელებს, 2016 წელს უნდა დასრულდეს.

თეგები: გიორგი სოლომონიაქუთაისიწყალმომარაგება