ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მეეზოვეებს ველოსიპედებით გააკონტროლებენ

7 დეკემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 25

ქუთაისში მეეზოვეებს ველოსიპედებით გააკონტროლებენ

შპს “ქუთსერვისჯგუფმა” 16 ერთეული ველოსიპედის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა შპს “ქუთსერვისჯგუფმა” 16 ერთეული ველოსიპედის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერი, რომელიც 4000 ლარადაა შეფასებული, 2013 წლის 7 დეკემბერს გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ ველოსოპედები უნდა იყოს ახალ მდგომარეობაში და ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი. როგორც შპს “ქუთსერვისჯგუფში” newpress.ge-ს განუცხადეს, ველოსიპედების შეძენა კომპანიაში მომუშავე ბრიგადირებისთვის მოხდება, რომლებიც “ქუთსერვისჯგუფის” დამგველებს ზედამხედველობას გაუწევენ.

თეგები: ტენდერიქუთაისიქუთსერვისჯგუფი