ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ვიდეოკამერების დამონტაჟებაზე დირექტორები უარს ამბობენ

7 დეკემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 22

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ვიდეოკამერების დამონტაჟებაზე დირექტორები უარს ამბობენ

სათვალთვალო მოწყობილობა, ძირითადად, ბაღის შესასვლელში, ჰოლში, ასევე სამზარეულოში დამონტაჟდება, რათა ჰიგიენა დაცული იყოს.

2014 წელს თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება.

კომპანიაში, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო ვიდეო კამერებს დაამონტაჟებს, newpress.ge-ს განუცხადეს, რომ ვიდეო კამერების დამონტაჟება ქუთაისში მოქმედ რამდენიმე კერძო საბავშვო ბაღშიც სურდათ.

თუმცა, როგორც კომპანიის წამომადგენელი აცხადებს, საბავშვო ბაღების დირექტორებმა მათ უარი იმ მოტივით განუცხადეს, რომ არ სურთ ვინმემ აკონტროლოს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ქუთაისის კერძო ბაღებში ვიდეოკამერებს მშობლების სურვილის შემთხვევაში დაამონტაჟებენ.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, საბავშვო ბაღებში ვიდეო კამერები აღსაზრდელთა ჯგუფებში არ განთავსდება. სათვალთვალო მოწყობილობა, ძირითადად, ბაღის შესასვლელში, ჰოლში, ასევე სამზარეულოში დამონტაჟდება, რათა ჰიგიენა დაცული იყოს.

დედაქალაქის ზოგიერთი სახელმწიფო ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მშობლების მოთხოვნით, სათვალთვალო კამერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს.

თეგები: ვიდეოკამერასაბავშვო ბაღიქუთაისი