ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უამინდობის გამო საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი გადაიდო

9 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 15

ქუთაისში უამინდობის გამო საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი გადაიდო

ქუთაისში, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ხოლო #35 სკოლაში მოსწავლეები ხვალამდე დაითხოვეს.

ქუთაისში, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ხოლო #35 სკოლაში მოსწავლეები ხვალამდე დაითხოვეს. აღნიშნულის მიზეზი, უამინდობის გამო, ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებაა. საჯარო სკოლებში კი გათბობის სისტემა სწორედ ელექტროენერგიაზეა. ქუთაისის საგამანათლებლო რესურსცენტის უფროსის, ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, ამ დროისთვის ქალაქში არსებულ 20 საჯარო სკოლაში სასწავლო საათებია შემცირებულია, ხოლო 35–ე სკოლაში მოსწავლეები ხვალამდე დაითხოვეს. “ამ დროისთვის ხარვეზების აღმოსაფხვრელად სპეცილისტები მუშაობენ”, – განმარტავს newpress.ge–სთან საუბარში ბადრი ვაშაკიძე. ქუთაისში, სულ 38 საჯარო სკოლაა.

თეგები: საჯარო სკოლებიქუთაისიშეჩერებული სწავლება