ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უცხოელი ტურისტები – აქედან ისე მივდივართ, ქუთაისზე ბევრს ვერაფერს ვიგებთ

12 აგვისტო, 2013 • თეკლა მორგოშია • 22

უცხოელი ტურისტები – აქედან ისე მივდივართ, ქუთაისზე ბევრს ვერაფერს ვიგებთ

Newpress-ge-ის მიერ გამოკითხული ტურისტების თქმით, ისინი ინფორმაციას ქუთაისის შესახებ საოჯახო სასტუმროების მფლობელებისაგან იგებენ.

ქუთაისში ჩამოსული უცხოელი ტურისტები ქალაქში საინფორმაციო დაფებისა და ტაბლოების არასებობაზე საუბრობენ, რაც მათი თქმით დისკომფორტს უქმნით. Newpress.ge-ის მიერ გამოკითხული ტურისტები ამბობენ, რომ ინფორმაციას ქალაქის ისტორიის შესახებ, ძირითადად, საოჯახო სასტუმროების მფლობელებისაგან იგებენ.

\\\”ბაგრატის ტაძარი ქუთაისის მთავარი ღირშესანიშნაობაა და გსურდა მის შესახებ უფრო მეტი გვცოდნოდა, თუმცა იქ ინგლისურ და რუსულ ენებზე საინფორმაციო დაფა ვერ ვნახეთ. ტაძარში არც გიდები იყვნენ. ძალიან საწყენია, რომ აქედან ისე მივდივართ, ქუთაისზე ბევრს ვერაფერს ვიგებთ,\\\” – ამბობს ყირგიზეთიდან ჩამოსული ტურისტები.

თეგები: ვიდეო სიუჟეტიტაბლოებიტურისტებიქუთაისი