ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების 220 ავტომანქანის შეძენას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდევბის სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სატენდერო პირობების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო მაღალი გამავლობის, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილი ავტომანქანების შესაძენად 10 714 000 ლარის დახარჯვას აპირებს.
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ავტომობილები უნდა იყოს 2013-2014 წლების გამოშვება, უნდა გააჩნდეს საიმობილიზაციო საშუალებები, სამედიცინო აპარატურა და მასალები.
ავტომობილზე დატანილი უნდა იყოს სასწრაფო დახმარების ავტომობილის განმასხვავებელი წარწერა/სიმბოლიკა, რომელიც წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მიწოდებულ საქონელზე უნდა გავრცელდეს გარანტია სამი წლის განმავლობაში ან 150 000 კმ. გარბენზე. ავტომობილის შიდა, სამედიცინო აღჭურვილობაზე კი ხუთწლიანი საგარანტიო ვადა უნდა გავრცელდეს.
სატენდერო წინადადებების მიღება 15 დეკემბერს დაიწყება და 20 დეკემბერს დასრულდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო დახმარების 220 ავტომანქანის შეძენას გეგმავს
15 დეკემბერი, 2013 • ნიუპრესი • 22
სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ავტომობილები უნდა იყოს 2013-2014 წლების გამოშვება.
თეგები: სასწრაფო დახმარება • ტენდერი • ჯანდაცვის სამინისტრო
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები