ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის 22 მილიონი ევრო გამოიყო

15 დეკემბერი, 2013 • თეკლა მორგოშია • 26

ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის 22 მილიონი ევრო გამოიყო

ხელშეკრულება უკვე გაფორმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის.

ქუთაისში, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის გერმანულმა მხარემ 20 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი გამოჰყო. დამატებით 2 მილიონის ოდენობით გრანტი კი საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო.
პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, ქართული მხრიდან – ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, გერმანული მხრიდან კი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევა ვიტმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი 2016 წლისათვის უნდა გაუქმდეს, ხოლო არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

თეგები: ნაგავსაყრელიქუთაისიხელშეკრულება