ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს მშენებლობის 400-მდე ნებართვა გასცა

18 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 24

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს მშენებლობის 400-მდე ნებართვა გასცა

სამსახურმა სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტები საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაამტკიცა.

ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურმა, 2013 წლის იანვრიდან ამ დრომდე 346 სამშენებლო პროექტი დაამტკიცა. სამსახურის მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტების დამტკიცება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოხდა. გარდა ამისა, სამსახურში შესული 2 218 სხვადასხვა სახის განცხადებიდან პასუხი 1 808 გაეცა, ხოლო 568 მიმართვიდან – 438 ძალაშია შესული. აღნიშნული ანგარიში დღეს, საკრებულოს ფრაქცია “საქართველოს პტარიოტთა ალიანსის” სხდომაზე, ქალაქდაგეგმარების სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებელმა, ანდრო მარჯანიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ამ დროისთვის სამსახური კიდევ განიხილვას სამშენებლო ნებართვების გაცემის საკითხს. შეგახსენებთ, ქალაქში არსებული ობიექტების სამართლიანად გასხვისებისა და მშენებლობის სწორად წარმართვის მიზნით, საკონსულტაციო–ოპონირების საბჭო შეიქმნა.

თეგები: არქიტექტურასამშენებლო ნებართვაქუთაისი