ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მამაკაცები ქალებისგან პაემანზე გაწეული ხარჯების თანაგადახდას ითხოვენ

13 აგვისტო, 2013 • ნიუპრესი • 19

მამაკაცები ქალებისგან პაემანზე გაწეული ხარჯების თანაგადახდას ითხოვენ

ტრადიციული სქემა, დაკავშირებული ქალის პატივისცემასთან, წარსულს ჩაბარდა.

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკითხვა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს პაემნის ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 64%-ს სურვილი აქვს, დანახარჯი ორივე მხარემ გაინაწილოს.

მამაკაცების 44% აღიარებს, რომ მათ პარტიორის მიმართ ინტერესი ეკარგებათ, თუკი მას ფინანსური წილი არ შეაქვს მომავალ ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, გამოკითხულ მამაკაცთა 76%-ს ეუხერხულება მანდილოსნისთვის თანხის გამორთმევა.

ფსიქოლოგ დევიდ ფრედერიკის თქმით, ანალიზი აჩვენებს, რამდენად შეიცვალა გენდერული ნორმები. ტრადიციული სქემა, დაკავშირებული ქალის პატივისცემასთან, წარსულს ჩაბარდა.

რაც შეეხება გამოკითხულ ქალებს, მათი 57% მამაკაცს პაემანზე ხარჯის თანაგადახდას სთავაზობდა, თუმცა 39%-ს იმედი ჰქონდა, რომ მამაკაცი ამაზე უარს იტყოდა.

წყარო: ambebi.ge

თეგები: გამოკითხვაგენდერიპაემანისაზოგადოება