ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალი” დეპუტატი – ქუთაისის მერიის მენეჯმენტი ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს

20 დეკემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 21

“ნაციონალი” დეპუტატი – ქუთაისის მერიის მენეჯმენტი ვერცერთ კრიტიკას ვერ უძლებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, საქართველოში ზამთარს ყველაზე მობილიზებულად ქუთაისი შეხვდა

“ქუთაისის მერიამ ვერ გაამართლა და მათი მენეჯმენტი ვერანაირ კრიტიკას უძლებს,”– აღნიშნული განცხადება, ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.

უკლებამ, ასევე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას და ვიცე–მერ ნოდარ მიქიაშვილს მოუწოდა, მომავალში მეტად მობილიზებული და უკეთესი მენეჯმენტით შეხვდნენ ზამთრის მოვლენებს და უამინდობას.

“ის რომმერიას არასაკმარისი ტქნიკა ჰყავს არ არის არგუმენტი. რადგან შესაძლებელია ამ მხრივ კერძო სტურქტურებთან ურთიერთობა და ხელშეკრულებების დადება.

მითუმეტეს, ტექნიკური მარილის მარაგიც იყო ქალაქში. თანაც არცისე დიდი ნალექი იყო ქუთაისში და უამინდობა არც ისე დიდ ხანს გაგრძელებულა”– განაცხადა გია უკლებამ.

ნაციონალი დეპუტატის აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან” გამოყოფილი დეპუტატი, მერაბ მეშველიანი გამოეხმაურა. მეშველიანმა აღნიშნა, რომმსგავსი ფაქტები ქუთაისში გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განმარტებით, საქართველოში ზამთარს ყველაზე მობილიზებულად ქუთაისი შეხვდა. რადგან მერიამ ტექნიკური უზრუნველყოფა, დახმარების სახით, ავტობანის მიმდინარე მშენებლობიდან და წყალტუბოს საგზაოდან მიიღეს.

თეგები: ნაციონალი დეპუტატიქუთაისის მერიაქუთაისის საკრებულო