ქუთაისის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციები – “ჩემი ქალაქი” და “ქუთაისის მომავლისთვის” – ეს ის ახლად დაფუძნებული ფრაქციებია, რომელიც ყოფილი “ქრისტიან დემოკრატი” დეპუტატისა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” გამოყოფილი დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. “ჩემი ქალაქის” თავმჯდომარე ამ დროისთვის დამოუკიდებელი დეპუტატი სერგო ლექვინაძე, ხოლო მეორე “ქუთაისის მომავლისთვის” ხელმძღვანელი დავით დვალი იქნება. თითოეულ ფრაქციაში სამ–სამი დეპუტატი შედის. ფრაქციაში “ჩემი ქალაქი” გაერთიანდნენ ყოფილი “პატრიოტები” – მერაბ მეშველიანი, სერგო ლექვინაძე და გიორგი შავგულიძე, ხოლო “ქუთაისის მომავლისთვის” – ყოფილი “ქრისტიან-დემოკრატი” – დავით დვალი და ყოფილი “პატრიოტები” – ლევან კირკიტაძე და ირინა ივანეიშვილი. დეპუტატების განმარტებით, ფრაქციების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება. თუმცა, ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დეპუტატების განმარტებით, მათ მომავალი კვირიდან “ნაციონალები” და “პატრიოტებიც” შეუერთდებიან. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს 12 დეპუტატიანი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” ამ დროისთვის ხუთი დეპუტატი გაემიჯნა.
ქუთაისის საკრებულოში პარტიებიდან გამოყოფილმა დეპუტატებმა ორი ახალი ფრაქცია შექმნეს
20 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 25
ფრაქციები – “ჩემი ქალაქი” და “ქუთაისის მომავლისთვის” ყოფილი “ქრისტიან დემოკრატი” დეპუტატისა და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” გამოყოფილი დეპუტატებისგან დაკომპლექტდა.
თეგები: პატრიოტები • საკრებულო • ფრაქცია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები