ქუთაისში, მდებარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია თბილისში არ გადადის. აღნიშნულის შესახებ, სემეკ-ის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქეთი ბერეკაშვილმა newpress.ge-სთან საუბარში განმარტა. ბერეკაშვილის განმარტებით, ბევრი ჭორი ვრცელდება სემეკ-ის ქუთაისიდან თბილისში გადასვლასთან დაკავშირებით. “ვერ დაგიდასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სემეკი თბილისში გადადის. ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა. ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება თუმცა, ვისაც არ სჯერა, შეუძლია მობრძანდეს და ნახოს რომ სემეკი ქუთაისში ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”, – განმარტავს ბერიკაშვილი. მიუხედავად სემეკ-ის წარმომადგენლის ამ განცხადებისა, newpress.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ სემეკ-ის თბილისში გადასასვლელად მიცკევიჩის ქუჩაზე შენობას არემონტებენ. სემეკი თბილისიდან ქუთაისში 2008 წლის ივლისში გადმოვიდა.
სემეკის პრესსმსახური უწყების თბილისში გადასვლაზე – ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი არ არის
22 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 22
სემეკი თბილისიდან ქუთაისში 2008 წლის ივლისში გადმოვიდა.
თეგები: მარეგულირებელი კომისია • სემეკი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები