newpress.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” მისმა მფლობელმა, კომპანია “ვისოლმა” დატოვა. საფეხბურთო გუნდი, ასევე, ფეხბურთელებმაც დატოვეს. საფეხბურთო გუნდმა “ტორპედომ” ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე საკმაოდ წარუმატებლად დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, ჩემიონატი “ტორპედოს” მონაწილეობით გაგრძელდება თუ არა. გავრცელებული ინფორმაციით, გუნდზე პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ქუთაისის მერიამ აიღოს. “ტორპედო ქუთაისზე” მზრუნველობა ვისოლ ჯგუფმა 2010 წლის აგვისტოს დაიწყო. თუ რას აცხადებენ “ვისოლში”, newpress.ge გუნდის მფლობელის კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ქუთაისის “ტორპედო” “ვისოლმა” დატოვა
23 დეკემბერი, 2013 • დეა მანაგაძე • 21
საფეხბურთო გუნდი, ასევე, ფეხბურთელებმაც დატოვეს.
თეგები: ვისოლი • ტორპედო • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები