ქუთაისის მერიაში დასაქმებულებზე საახაწლო პრემიებისთვის 354 235 ლარი გაიცემა. საახალწლოდ პრემიას მერიის 607–ვე თანამშრომელი მიიღებს. ქუთაისის მერიის თანამშრომლებზე გაცემული საახალწლო პრემიები ხელფასის ოდენობისაა. შესაბამისად, მერიაში ყველაზე დიდი ოდენობის პრემია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას ერგო, რომელიც 2 750 ლარს შეადგენს. 2050–2050 ლარის ოდენობით პრემიას მიიღებენ ვიცე–მერები – ნოდარ მიქიაშვილი, ნიკო კაჭკაჭიშვილი და გია შარაბიძე. საახალწლოდ პრემიების გაცემა საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის ბრძანებით ხდება. აღნიშნული ბრძანება მიმდინარე წლის 20 დეკემბრით თარიღდება.
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 400 000 ლარამდე პრემია გაიცემა
25 დეკემბერი, 2013 • თეკლე მორგოშია • 25
საახალწლოდ პრემიას მერიის 607–ვე თანამშრომელი მიიღებს.
თეგები: პრემია • საახალწლო • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები