5 საოცარ აეროპორტს შორის ქუთაისიც მოხვდა
ამერიკული გამოცემის “არქიტექტურული დაიჯესტის” შეფასებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, ხუთ საოცარი დიზაინის ახალი აეროპორტის ტერმინალთა შორის მოხვდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჰოლანდიური კომპანია “UNstudio”-ს მიერ დაპროექტებული 129 000 კვადრატული მეტრის ტერმინალი მგზავრთა სწრაფად მზარდი რაოდენობით გამოირჩევა. ქუთაისთან ერთად საოცარ აეროპორტთა სიაში ასევე მოხვდა ამანის აეროპორტი იორდანიაში, შენზენის აეროპორტი ჩინეთში, სპეისპორტ ამერიკა, ნიუ მექსიკო, აშშ და პულკოვოს აეროპორტის ტერმინალი, პეტერბურგში, რუსეთის ფედერაციაში.
ნიუ იორკული “არქიტექტურული დაიჯესტი” 1920 წლიდან ყოველთვიურად გამოდის და საკმაოდ ავტორიტეტული და პოპულარული გამოცემაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




15:50
13:51
14:46
10:52
10:31
















