ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ნაციონალები” 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების წინააღმდეგი არიან

25 დეკემბერი, 2013 • ანა ჯანაშია • 20

“ნაციონალები”  2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების წინააღმდეგი არიან

“სინდისს მაინც შეეწუხება ეს ხალხი და ის მაინც შეეცვალათ რასაც ჩვენ გვიწუნებდნენ,”– ამბობს ნაციონალი დეპუტატი გია უკლება.

ქუთაისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის შესწორებულ პროექტს, ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატები აკრიტიკებენ.

„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ 2014 ბიუჯეტის პროექტი არ არის ქუთაისის განვითარებაზე ორიენტირებული. რის გამოც, ისინი აპირებენ, რომ აღნიშნული რედაქციით, ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირონ.

„კარგად მახსოვს ქოცების დუჟმორეული შემოტევა, როდესაც ბიუჯეტს გვიწუნებდნენ, გაბერილი შტატების გამო. თუმცა ახლანდელი ბიუჯეტში ამ მხრივ არანაირი ცვლილებები არ არის. სინდისს მაინც შეეწუხება ეს ხალხი და ის მაინც შეეცვალათ რასაც ჩვენ გვიწუნებდნენ. ეს ბიუჯეტი გაუარესებულია და არანაირი მიმართულება არ სჩანს, რომელიც ქალაქის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული,“ – ამბობს „ნაციონალი“ დეპუტატი გია უკლება.

შეგახსენებთ,რომ ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს.
ქუთაისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი შესწორებული რედაქციით, 43 მლნ 704 500 ლარს შეადგენს.

თეგები: 2014 წლის ბიუჯეტიქუთაისის მერიაქუთაისის საკრებულო