ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის იურისტი – კანონი კონკურსში მონაწილეებმა დაარღვიეს

8 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 17

ქუთაისის მერიის იურისტი – კანონი კონკურსში მონაწილეებმა დაარღვიეს

კონკურსში გამარჯვებულებს მერის მოვალეობის შემსრულებისთვის 2 კვირის ვადაში განცხადებით უნდა მიემართათ.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის სამართლის საქმეთა განყოფილების უფროსის, ირაკლი გიორგაძე განმარტებით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში გამარჯვებულ მონაწილეებს ორ კვირაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლისთვის უნდა მიემართთ. რასაც მათ, საჯარო მოხელეთა 35-ე მუხლი ავალდებულებთ. “კონკურსანტები ვალდებულები იყვნენ კომისიის შედეგების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში მიემართათ მერის მოვალოების შემსრულებლისთვის თანამდებობზე დამტკიცების შესახებ. მათ კი მხოლოდ ერთ თვის შემდეგ მიმართეს.ასე,რომ მათ დაარღვიეს საჯარო მოხელელთა შესახებ კანონი და ამიტომაც, კომისიის შედეგები ავტომატურად გაუქმებულია”, – განმარტავს ირაკლი გიორგაძე. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში კომისიის ბრალეულობის საკითხი არ დგას. თუმცა, გიორგაძე ამბობს, რომ კომისიაც ვალდებულია კონკურსანტებისთვის საბოლოო შედეგები 5 დღეში ეცნობებინა. შეგახსენებთ, რომ დღეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 6 წევრიანი შემადგენლობა ორმა წევრმა დატოვა.

თეგები: კონკურსიმერია იურისტიქუთაისი