ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიას კიდევ ერთი წევრი დატოვებს?

9 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 23

ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიას კიდევ ერთი წევრი დატოვებს?

“ძალიან მალე კომისიას კიდევ ერთი წევრი გამოაკლდება,”– ამბობს ზურაბ ხურციძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საჩინოს” წარმომადგენლის, ზურაბ ხურციძის განცხადებით, ქუთაისის მერიის საკონკურსო კომისიას კიდევ ერთი წევრი დატოვებს. აღნიშნული განცხადება, ზურაბ ხურციძემ გადაცემა “აქცენტში” გააკეთა. (გადაცემის ნახვა დღეს, 19:00 საათზე newpress.ge – ზე შეგიძლიათ.) “კომისიას ერთი წევრი ძალიან მალე გამოაკლდება, თუმცა მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ,” – ამბობს ზურაბ ხურციძე. რომელმაც მერიის საკონკურსო კომისია, ნუგზარ კვირიკაშვილთან ერთად გუშინ დატოვა. მერის საკონკურსო კომისიის ყოფილი წევრებმა, კომისიის დატოვების მიზეზად, კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგელაშვლისა და მისი მოადგილის, მამუკა მღვდელაძის მიერ საჯარო მოხელეთა შესახებ კანონის დაარღვევა დაასახელეს.

თეგები: კომისიის წევრებისაკონკურსო კომისიაქუთაისის მერია