ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

10 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 22

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს

“ეს არის “ნაციონალებზე” პირდაპირი პოლიტიკური შურისძიება პარტიული ნიშნით,”- ამბობს უკლება.

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატის გია უკლებას ინფორმაციით, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ პოლიტიკური ანგარიშწორება დაიწყეს.
უკლებას თქმით, “ნაციონალების” მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების მაგალითი ისაა, რომ რამდენმე დღის წინ, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გია გოქაძე სამსახურიდან დაითხოვეს. “გია გოქაძე მუსიკალური აიპი გაერთიანებიდან გაათავისუფლეს. მას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება. ეს არის “ნაციონალებზე” პირდაპირი პოლიტიკური შურისძიება პარტიული ნიშნით,”- ამბობს უკლება.

თეგები: ნაციონალებიპოლიტიკური ანგარიშსწორებაქუთაისი