ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოთა მურღულია – ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს წლის ბოლომდე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ

19 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 27

შოთა მურღულია – ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს წლის ბოლომდე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ

“ამ ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია და ქალაქის მერია ამას ამტკიცებს კიდეც,”-ამბობს მურღულია.

ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს, ნათლისღებისდღესასწაული მიულოცეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილთან ერთად აღსაზრდელებს ტკბილეული დაურიგეს. ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის ტკბილეული “სოფლის ნობათმა” და “მაკდონალდსმა”გამოჰყო. საჩუქრებთან ერთად ბავშთა სოფლის აღსაზრდელებისვთის ფილმის ჩვენებაც მოეწყო. როგორც ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ამბობს, ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებზე ყურადღების მიქცევა მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. “მიგვაჩნია რომ ამ ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა აუცილებელია. ქალაქის მერია ამას ამტკიცებს კიდეც. ჩვენ აქ უკვე მესამედ მოვედით და ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებს წლის ბოლომდე ბევრი სიურპრიზი ელოდებათ,”-ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია. ქუთაისის ბავშვთა სოფელში ამ დროისთვის სულ 60 აღსაზრდელი ცხოვრობს.

თეგები: ბავშვთა სოფელისაჩუქრებიქუთაისის მერია