ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში საჯარო ბავშვთა ბაღების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

20 იანვარი, 2014 • დეა მანაგაძე • 24

ქუთაისში საჯარო ბავშვთა ბაღების რიცხვი შესაძლოა  გაიზარდოს

ამ დროისათვის ქუთაისში სულ 35 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს.

ქუთაისში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 20 დღიანი შესვენების შემდეგ სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, მაია პაქსაძის ინფორმაციით, დღეს ბავშვთა გამოცხადება არც ისე მაღალი იყო. ქალაქის საჯარო ბაღებში რეგისტრირებული 9400 აღასზრდელიდან სასწავლო პროცესზე მხოლოდ 5315 ბავშვი გამოცხადდა. ქუთაისში დღეისათვის 35 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. თუმცა, შესაძლოა წელს მათი რიცხვი გაიზარდოს. “საბავშვო ფილიალების დამატების აუცილებლობა ნამდვილად გვაქვს. ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა ავტოქარხნისა და ავანგარდის დასახლებებშია”, – განმარტავს newpress.ge-სთან საუბარში მაია პაქსაძე. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ორი ფილიალის დამატებაც საკმარისი იქნება. “თუმცა, ეს ქალაქის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია”, – აღნიშნავს ააიპ გაერთიანების დირექტორი.

თეგები: საბავშვო ბაღისასწავლო პროცესიქუთაისი