ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანლობამ, სასწავლებლის ბიუჯეტიდან, საახალწლოდ ჩინოვნიკები დააჯილდოვა. იმერეთის მხარის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მუღულია, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პარლამენტარი, ეკა ბესელია, VTB ბანკის მენეჯერი და დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, ანჟელა ორჯონიკიძე – ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან სოლიდური საჩუქრები მიიღეს. აღნიშნულ ინფორმაციას, უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, მალხაზ მებურიშვილი ავრცელებს. მისი განმარტებით, დაფიქსირებული ქმედება ეწინააღმდეგება, საქართველოს პრემიერ–მინისტრის განმარატებას, რომელმაც მოუწოდა საჯარო პირებს ანალოგიური საჩუქრების გაცემისგან თავი შეეკავებინათ. რას აცხადებენ საჩუქრების მიმღები პირები და როგორია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებები? newpress.ge აღნიშნულ პირებთან დაკავშირებას ცდილობს.
ქუთაისში წერეთლის უნივერსისტეტის ბიუჯეტიდან ჩინოვნიკებმა საახალწლო საჩუქრები მიიღეს?
21 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23
აღნიშნულ ინფორმაციას, უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი, მალხაზ მებურიშვილი ავრცელებს.
თეგები: საჩუქრები • უნივერსიტეტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები