ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა სახე დაისერა

22 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 26

ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა სახე დაისერა

დაზარალებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუქის ჩართვას ითხოვდა.

ქუთაისის მერიის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა ბასრი იარაღით სახე დაისერა. როგორც გაირკვა, მამაკაცი ქუთაისში მცხოვრები რუსლან ციკოლანია. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუქის ჩართვას ითხოვდა, რისთვისაც პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოიყენა. რუსლან ციკოლანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

დაზარალებული ამ წუთებში ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ოთახშია მოთავსებული. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

თეგები: მამაკაცისახის დასერვაქუთაისის მერია