ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

24 იანვარი, 2014 • დეა მანაგაძე • 16

ქუთაისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ქუთაისში უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და უკრაინელ ხალხზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს.

“სოლიდარობა უკრაინას”, “ქართველი ხალხის მხარადჭერა უკრაინელებს”, – ამ შეძახილებით ქუთაისში, უკრაინელების მხარადსაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მთავრობის მხრიდან უკრაინელებზე განხორციელებული ძალადობა გააპროტესტეს. აქციას, რომელიც საია-ს ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით გაიმართა, 100-მდე ქუთაისელი შეუერთდა. აქციაში მონაწილებს შორის მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იყვნენ. რადიო “ძველი ქალაქის” ხელმძღვანელის, ქეთი ბერძენიშვილის განმარტებით, საქართველო და უკრაინა ევროპული ყაიდის ქვეყენები არიან და ის, რაც უკრაიანში ხდება, ჩვენი ქვეყნისთვისაც პრობლემურია. “ამიტომაც, მნიშვნელოვანია მხარდაჭერა გამოვხატოთ უკრაინელების მიმართ”, – განაცხადა ქეთი ბერძენიშვილმა. ქუთაისში გამართულ უკრაინლების მხარადსაჭერ აქციაზე ვიდეო, ნახეთ მალე newpress.ge-ზე.

თეგები: სოლიდარობის აქციაუკრაინაქუთაისი