ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიამ კონცერტების მოწყობისთვის 9 600 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

27 იანვარი, 2014 • დეა მანაგაძე • 24

ქუთაისის მერიამ კონცერტების მოწყობისთვის 9 600 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

კონცერტები დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მოეწყობა.

ქუთაისის მერიამ დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მუსიკალური კონცერტების ორგზანიზებისათვის ტენდერი გამოაცხადა. დედის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში კონცერტს ანსამბლი “ალილო” გამართავს. აღნიშნული კონცერტის მოწყობისათვის ქუთაისის მერიამ 4125 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ასევე, გასულ კვირას, ქუთაისის მერიამ 5 475 ლარად შეფასებული ტენდერი თამარ ჭოხონელიძის და მარიამ როინიშვილის საკონცერტო საღამო მოწყობისთვის გამოაცხადა. კონცერტი ქუთაისში, ასევე, ქალთა საერთაშორისო დღეს გაიმართება.

თეგები: კონცერტებიტენდერიქუთაისის მერია