ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ

28 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 25

ქუთაისში წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ

ოქროს მედალი 66 ქუთაისელ მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 59 მოსწავლე დაჯილდოვდა.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ ის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც გასულ წელს სკოლა წარჩინებით დაამთავრეს. წარჩინებული მოსწავლეები ოქროსა და ვერცხლით მედლით დაჯილდოვდნენ. ოქროს მედალი 66 ქუთაისელ მოსწავლეს გადაეცა, ხოლო ვერცხლის მედლით 59 მოსწავლე დაჯილდოვდა. მედლების გადაცემის ცერემონია ქუთაისის პირველ კალისური გიმნაზიაში გაიმართა. “ეს არის არა მხოლოდ ამ ბავშვების წამატება, არამედ ქვეყნისა და ქალაქის წარმატება. ვულოცავ ყველას. მეამაყება ეს ყველაფერი. სიმბოლურია, რომ მე ამ სკოლაში ვიმყოფები, რადგან მეც ეს სკოლა დავამთავრე,” – განაცხადა შოთა მურღულიამ. ქუთაისის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება განათლების რესურს ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. “წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება ძალიან საამაყოა. ისინი მომავალში წარმატებული მეცნიერები, ბიზნესენები და პილიტიკოსები იქნებიან,” – განაცხადა განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ.

თეგები: დაჯილდოებაქუთაისიწარმატებული მოსწავლეები