ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ, დღეს, საკრებულოს ყოფილ “ქრისტიან–დემოკრატელ” დეპუტატს, დავით დვალს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს. ქუთაისელი “პატრიოტების” განმარტებით, მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის არჩევას “მეოცნებე” დეპუტატები უკანონოდ აპირებენ. “ჩვენ ვემიჯნებით ამ უკანონობას და საკითხის კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ბრიფინგზე საკრებულოს “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გოგიტა გოგელაშვილმა. მისივე თქმით, დღეს საკრებულოს სხდომაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს “მეოცნებე” დეპუტატები კენჭისყრაში მხარდაჭერას საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატებისგან ელოდებიან. მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირას, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგევლაშვილი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს. საკრებულოს სხდომა დღეს 14 საათზე გაიმართება.
ქუთაისელი “პატრიოტები” – მერიის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს უკანონოდ ირჩევენ
29 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 20
“პატრიოტების” განმარტებით, საკონკურსო კომისიის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად “მეოცნებე” დეპუტატები “ნაციონალებისგან” მხარდაჭერას ელოდებიან.
თეგები: პატრიოტები • საკონკურსო კომისია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები