ქუთაისის მერიამ გარე რეკლამის განთავსებისთვის ქალაქში დამატებით 5 ადგილი გამოჰყო. მერიის ქალაქ დაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა, ანდრო მარჯანიშვილის განმარტებით, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, დამატებით გამოყოფილ ადგილებზე ელექტრონული რეკლამებისთვის განკუთვნილი ტაბლოები განთავსდება. მარჯანიშვილის აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს სხდომაზე, “ნაციონალი” დეპუტატი, გია უკლება გამოეხმაურა. “თქვენი სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ვეჭვობ ამ საქმის მიმართ თქვენ კომპეტენციაში”, – განაცხადა “ნაციონალმა” უკლებამ.
ქუთაისში გარე რეკლამის განთავსებისთვის დამატებით 5 ადგილი გამოიყო
29 იანვარი, 2014 • თეკლე მორგოშია • 19
ანდრო მარჯანიშვილის განმარტებით, დამატებით გამოყოფილ ადგილებზე ელექტრონული რეკლამებისთვის განკუთვნილი ტაბლოები განთავსდება.
თეგები: გარე რეკლამა • ტაბლოები • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები