ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალები” “ოცნების” წევრებს – თქვენვის აღარც ქრისტე და აღარც დემოკრატია არსებობს

29 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 28

ქუთაისელი “ნაციონალები” “ოცნების” წევრებს – თქვენვის აღარც ქრისტე  და აღარც დემოკრატია არსებობს

“ნაციონალები” მოითხოვენ, რომ კომისიამ ვაკანტურ თანამდებობებზე ადამიანები ტესტირებით შეარჩიოს.

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატების შეფასებით, ქუთაისის მერიის საკონკურსო– საატესტაციო კომისიის მუშაობა ნეგატიური და ტენდენციური იქნება.

“ნაციონალები” უნდობლობას უცხადებენ კომისიის ახალ თავმჯდომარეს, დავით დვალს და მოითხოვენ, რომ კომისიამ ვაკანტურ თანამდებობებზე ადამიანები გასაუბრების ნაცვლად, ტესტირებით შეარჩიოს.

“მომავალში, როცა პოლიტიკური ბალანსი შეიცვლება, ადვილი იქნება ამ კომისიის შემადგენლობის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როგორც სჩანს, თამაზ მარგველაშვილს რაღაც შეეშალა და ამიტომ ხდება მისი ჩანაცვლება ყოფილი “ქრისტიან დემოკრატით.” თუმცა, თქვენვის აღარც ქრისტე და აღარც დემოკრატია აღარ არსებობს,”– ამბობს საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი გია უკლება.

თეგები: ნაციონალებიქუთაისის მერიაქუთაისის საკრებულო