ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალი” შოთა მურღულიას თხოვნით მიმართავს

2 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 24

ქუთაისელი “ნაციონალი” შოთა მურღულიას თხოვნით მიმართავს

საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატის იმედოვნებს რომ მის თხოვნას მუღულია გაითვალისწინებს.

ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელს, შოთა მურღულიას საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი, გია გოქაძე თხოვნით მიმართავს.გოქაძე შოთა მურღულიას, კიკვიძის ძეგლის დემონტაჯს სთხოვს. “ჩვენი მეგობარი ერის მიმართ პატივისცემისა და მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად მიგვაჩნია უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი ვასილ კიკვიძის ძეგლის სასწრაფო დემონტაჯი”, – წერია გია გოქაძის მიერ მურღულიასთვის გაგზავნილ წერილში. კიკვიძის ძეგლის ნაცვლად კი, გაბრიელ ეპისკოპოსის ძეგლის დადგმა, რომლის მორვაწეობის პერიოდში იმერეთში არაერთი ტაძარი აშენდა. “ან ქუთაისის პირველი თავის, ლუკა ასათიანის ძეგლის დადგმა, რომლის პერიოდში ქუთაისში თვითმმართველობა ჩამოყალიბდა”, – მიმართავს გოქაძე შოთა მურღულიას. საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატის იმედოვნებს რომ მის თხოვნას მუღულია გაითვალისწინებს.

თეგები: გია გოქაძემიმართვაქუთაისი