ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის დატოვებას ურჩევს. “ნაციონალი” დეპუტატი გია გოქაძე თვლის, რომ მერიის სამსახურებისა და გუბერნიის ერთ შენობაში განთავსება მიზანშეწონილი არ არის. ქუთაისის მერია, საკრებულო და სამხარეო ადმინისტრაცია ერთ, ოთხსართულიან შენობაშია განთავსებული, ისევე როგორც, ეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. “ერთ შენობაში ყოფნით უფრო დიდი ალბათობაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებზე, უშიშროების ყოფილმა უფროსმა ზეწოლა და მათზე გავლენა მოახდინოს”, – განაცხადა დღეს ბრიფინზე გია გოქაძემ. გოქაძე იმერეთის გუბერნატორს “მემამულე ფეოდალს” უწოდებს, რომელსაც სხვაზე ზეგავლენის მოხდენა უნდა. ბრიფინგზე გოქაძემ ზაზა მეფარიშვილის ქონებრივი დეკლარაციაც წარმოადგინა.
ქუთაისელი “ნაციონალი” იმერეთის გუბერნატორს მერიის შენობის დატოვებას ურჩევს
6 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 18
გოქაძე იმერეთის გუბერნატორს “მემამულე ფეოდალს” უწოდებს, რომელსაც სხვაზე ზეგავლენის მოხდენა უნდა.
თეგები: გია გოქაძე • ნაციონალური მოძრაობა • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები